საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 12 მაისის მთავრობის სხდომა

2009 წლის 12 მაისს საქართველოს მთავრობის სხდომა წინანდალში ჩატარდა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 38 საკითხი . დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურიმა კახეთის რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

,,წელს, კახეთის რეგიონში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თანხიდან, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 15 მილიონი ლარია გამოყოფილი, სკოლებისთვის და ბაღებისთვის - 13 მილიონი, გზების პროექტებისთვის - 62 მილიონი. რეგიონში, ერთ-ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი გომბორის გზის პროექტია, რომლის განხორციელებას წლის განმავლობაში დავიწყებთ. პირველად ხარჯებს ბიუჯეტიდან გამოვყობთ, შემდეგ კი მსოფლიო ბანკის სახსრებიც შემოგვეშველება,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური