საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 26 თებერევლის მთავრობის სხდომა

2009 წლის 26 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 44 საკითხი.  დღის წესრიგი.

 მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ დღეს, საკმაოდ ბევრი საკითხია მთავრობის სხდომაზე განსახილველი.

„ერთ-ერთი განსაკუთრებული კანონპროექტი, რომლის განხილვაც დღეს იგეგმება, არის საკითხი წამლის ბაზრის შესახებ. უცხოურ და ქართულ კომპანიებს, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რათა უფრო აქტიურნი იყვნენ წამლის ბაზარზე, ამის შედეგად კონკურენცია გაიზრდება. აგრეთვე განვიხილავთ და სავარაუდოდ დავამტკიცებთ ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა - ეს არის დაზღვევის პროგრამა. ამ მთავრობის სხდომის დადგენილების მიხედვით ყველა პუნქტი დეტალურად იქნება გაწერილი, თუ რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს, სადაზღვეო კომპანიებს და როგორ შეუძლია ჩვენს ყველა მოქალაქეს, ამ პაკეტით სარგებლობა.. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს იქნება განხილული, განათლების სფეროს ეხება. დავამტკიცებთ ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებს, გარკვეულ უცხოურ უნივერსიტეტებში, მაგისტრატურაში სწავლაში. ჩვენ შევეცდებით მათი სწავლა სრულად დავაფინანსოთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი