საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 10 მარტის მთავრობის სხდომა

10 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 33 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს სთხოვა საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა დაზღვევის პროგრამის მსვლელობის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს და რა პრობლემებია.

ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, ყოველ დღე დაახლოებით 400-450 ადამიანი ეზღვევა. აგრეთვე დიდია დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ეს კარგი პროგრამაა და საზოგადოებას უფრო დეტალურად უნდა წარვუდგინოთ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება უკეთესი იქნება.

შემდგომ კი პრემიერ-მინისტრის თოვნით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ, მაგისტრატურის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეტება. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ დამტკიცდა უნივერსიტეტების სია, რომელიც საიტებზე განთავსდება. „ჩვენ, სხვადასხვა მიმართულების საუკეთესო 35 და 50 უნივერსიტეტის სია გვაქვს, მათ შორის წარმოდგენილია საუკეტესო 35 ბიზნეს სკოლა, სამართლის სკოლა, საინჟინრო სკოლა, 50 სოციალურ-მეცნიერებათა სკოლა და ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური