საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 12 იანვრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 12 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 12 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა კომენტარი გააკეთა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ამ თემის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმის შესახებ. "ვწუხვარ, რომ ჩემი მკურნალობა იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა ვიდრე დაგეგმილი იყო. თუმცა იმ მითქმა -მოთქმაზე და აჟიოტაჟზე კიდევ უფრო ვწუხვარ, რომელიც გამოწვია ჩემი ჯანმრთელობის საკითხმა ქართულ პრესაში. თავიდან როდესაც რუსულ პრესაში წავიკითხე ამ თემის გარშემო გამეცინა, თუმცა შემდგომ თუ რა ენთუზიაზმით იქნა ატაცებული ეს თემა, რომელიც ძალზედ პირადული საკითხია, პრესისა თუ ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ, ჩემთვის ნამდვილად აღარ იყო სასაცილო. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ მთავრობა მუშაობს და მუშაობდა, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომლებიც პირველადია - შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და მოვახერხოთ ქართული ეკონომიკის ამ მძიმე კრიზისიდან გამოყვანა."-განაცხადა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი