პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესპანეთში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური 25-28 ოქტომბერს ვიზიტით, ესპანეთში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს (Miguel Ángel Moratinos) მიგელ ანხელ მორატინოსსა და ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარეს (José Bono Martínez) ხოსე ბონი მარტინეზს შეხვდა. აგრეთვე, ნიკა გილაურმა მადრიდის უნივერსიტეტში ეკონომიკის საკითხზე ლექცია წაიკითხა.

პრემიერ-მინისტრმა, მადრიდში გამართულ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებსა და ესპანელ ბიზნესმენებს, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებული ვითარება გააცნო. ესპანელი ბიზნესმენები ინტერესდებოდნენ, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ტურიზმის განვითარება.

"რამოდენიმე ბიზნესმენმა, საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გახსნის სურვილი გამოთქვა. ისინი თვლიან, რომ საქართველოს, კავკასიის და შუა აზიის ბაზარს დაფარავენ. მხარდაჭერა გვექნება თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების ხელშეკრულებაში. საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოიხატა. საკმაოდ ბევრი ცნობილი ბიზნესმენი მოდის შეხვედრაზე. იმედი მაქვს, რომ მათ დავარწმუნებ იმაში, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება, მომგებიანი იქნება. ანუ ჩემი მთავარი მიმართვა მათდამი, საქართველოს ეკონომიკური რეალობის გაცნობა იქნება, იმისათვის, რომ მათი ინვესტიციები შემოვიდეს ", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური