პრემიერ–მინისტრის ვიზიტი თურქეთში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა2009 წლის 5-7 ოქტომბერს ნიკა გილაური თურქეთის რესპუბლიკაში იმყობეფოდა. სტამბულში პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისა (IMF/WB) ყოველწიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ნიკა გილაური ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პრეზიდენტს ბ-ნ თომას მიროუს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო. "ძირითადად, ეს ინფრასტრუქტურული პროექტებია. ის ფაქტი, რომ დღეს საბანკო სექტორი ჯანსაღია, EBRD დამსახურებაც არის. ახლა უკვე ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გვაქვს საუბარი."

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებმა თურქეთას და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც ნიკა გილაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არის უცვლელი. ვისაუბრეთ ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელიც ცოტა შენელებულია. ასევე ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება. ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გვქონდა საუბარი.

აგრეთვე საუბარი შეეხო იმ თურქულ ინვესტიციებს, რომელის საქართველოში უკვე განხორციელებულია და რომელიც მომავალშიც განხორციელდება," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სტამბულში, ნიკა გილაურმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გახსნა და თურქული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

 პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური