პრემიერ–მინისტრი კახეთში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი კახეთში იმყოფებოდა2009 წლის 30 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან საუბრისას განაცხადა, დიალოგი მოსახლეობასთან - ეს არის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა. „აბსოლუტურად ყველა მინისტრი, პარლამენტარი, გამგებელი თუ გუბერნატორი მიიღებს ამ პროგრამაში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია ყველა სოფელი, ქალაქი, რაიონი ჩამოვიაროთ, შევხვდეთ მოსახლეობას და ვკითხოთ: რა უჭირთ, რა ულხინთ, რა პრობლემები აქვთ და რაში შეიძლება მთავრობა მათ დაეხმაროს.

როგორც ვვარაუდობდი, აქ ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი პრობლემა და თავსატკივარი რთველია: ვენახის მორწყვა, ყურძნის ჩაბარება.

ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გურჯაანის რაიონში და საერთოდ მთელს კახეთში მინიმუმამდე დავიყვანოთ.
მოსახლეობას ბევრი პატარ-პატარა პრობლემები აქვს. რაღაც ნაწილი გაკეთებულია, მაგრამ ბევრია კიდევ გასაკეთებელი, ვიცით ამის შესახებ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს. არის საკითხების რაღაც ნაწილი, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია და რომლის შესრულებას დღევანდელი დღიდან დავიწყებთ. მაგალითად, ტრაქტორების მიცემას, აგრეთვე რთველზე დახმარება. ეს ორი საკითხი აუცილებლად გადაწყდება," - განუცხადა ნიკა გილაურმა ველისციხის მოსახლეობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური