პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ისრაელში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური თელ–ავივში გამართულ ბიზნესფორუმზესაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.

თელ-ავივში გამართულ ბიზნესფორუმზე ნიკა გილაური სიტყვით გამოვიდა. როგორც მან განაცხადა: "ჩვენი მიზანია, ინვესტორებს ამ ქვეყნიდან მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ, სიახლეებზე, ჩვენს ახალ ფინანურ პაკეტზე მოვუყვეთ, რომელიც გავაცანით საზოგადოებას. ვხედავთ რეალურ ეკომონიკურ ზრდას, გარკვეული სირთულეების გამოსწორებას. შემდეგ დავპატიჟებთ ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად.

სასიამოვნოა, რომ დახლოებით 30-მა ყველაზე მსხვილმა ინვესტორმა დღეს გამოთქვა შეხვედრის სურვილი. საუბარი გვქონდა ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი კომუნიკაციის, ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, შიმონ პერესს და ისრაელის რეგიონალური თანამშრომლობის მინისტრს სილვან შალომს.

ისრაელის რეგიონალური თნამშრომლობის მინისტრი სილვან შალომი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაურისაუბრის მთავარი თემა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნეს გარემოს შექმნა იყო. აგრეთვე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი. ეკონომიკური კუთხითაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ისრაელი, "- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ-მინიტრის პრესსამსახური