2009 წლის 13 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა, სადაც ქ. აშხაბადში საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა.
საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისიის მთავარი თემა იყო ნაბუკოს პროექტი, რომელსაც თურქმენეთიც უერთდება.
ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდი მუჰამედოვს შეხვდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განხილული იყო სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები. „თურქმენეთის მხარე მზად არის, რომ დივერსიფიკაცია გააკეთოს თავისი ბუნებრივი აირის ბაზრების. ერთ-ერთ პროექტად სწორედ ნაბუკო განიხილება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე მთელი რეგიონისთვის," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური