საქართველო -თურქეთის ბიზნეს ფორუმი ამოსაბეჭდი ვერსია

 საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი,თბილისი2009 წლის 10 დეკემბერს სასტუმროში "Radisson SAS Iveria" საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თურქ ბიზნესმენებთან საქართველოს ენერგოსექტორში თურქული ინვესტიციების განხორიელების საკითხები განიხილა.

"რამოდენიმე კვირის წინ სტამბულში ბიზნეს კონფერენცია გვქონდა, სადაც საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით თურქი ბიზნესმენების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოითქვა. მაშინ თურქი ბიზნესმენები დაგვპირდნენ, რომ ჩამოვიდოდნენ საქართველოში და ადგილზე მოინახულებდნენ იმ ადგილებს, სადაც შეიძლება ჰესების მშენებლობა. მათ საქართველოს შესახებ კარგად იციან, საქართველოს ეკონომიკა აქვთ შესწავლილი, საქართველოსადმი და აქაური ენერგოსექტორისადმი დიდ ინტერესს გამოთქვამენ. ჰესების მშენებლობაში ინვესტიციების განსახიორციელებლად მზად არიან. ამ შეხვედრამ მოგვეცა საშუალება, საქართველოს ენერგო სექტორში არსებული შესაძლებლობები კიდევ ერთხელ განგვეხილა, "- განაცხადა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრმა კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზეც გააკეთა. "მთავრი მაინც ოკუპაციის თემაა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, მიმოსვლას, ტრანზიტს, ეს საკითხები ჩვენ არასოდეს დაგვიბლოკია. პირიქით, სანქციები ყოველთვის რუსული მხარიდან იყო წარმოქმნილი. თუნდაც, სანქციები ექსპორტზე, სავიზო რეჟიმზე, ტრანზიტზე, ტრანსპორტზე და ა.შ. თუ რუსეთი მოგვბაძავს და ამ სანქციებს შეცვლის, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება," - დასძინა მან.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური