პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა2009 წლის 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრის ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

"ჟურნალისტებს იმ მიმდინარეობის შესახებ მოვუყევი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ვითარდება.

ყველა მიმართულებით დადებითი ციფრები გვაქვს. საუბარი მაქვს რეალურ სექტორზე, საბნკო დეპოზიტებზე, ეროვნული ბანკის რეზერვებზე. კიდევ უფრო პოზიტიურ ცვლილებებს წლის ბოლოსთვის ველით. გარდა ამისა, ავხსენით ის ცვლილებები, რომლებსაც კერძო სექტორს უახლოეს მომავალში ვთავაზობთ. ეს არის კერძო სექტორის წარმომადგენლების დავების განხილვის საბჭოში ჩართვა, ბიზნესების დალუქვის შეზღუდვა და მისი ვალდებულების ატანა ფინანსთა მინისტრის დონეზე. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ ამ პოზიტიურ პერიოდში კერძო ბიზნესი უფრო გააქტიურდეს, გაზარდოს ინვესტიციები, გაზარდოს აქტიურობა. ეს საბოლოოდ აისახება იმაში, რომ შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი ქვეყანაში," - აღნიშნა ნიკა გილაურმა შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური