საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს შეხვდა2009 წლის 8 სექტემბერს, სასტუმრო რედისონში, საქართველოს პრემიერ- მინისტრი ნიკა გილაური სტუდენტებს შეხვდა.

განათლების სამინისტროს მიერ წარმოებული პროგრამით 130 სტუდენტი წელს, სახელმწიფოს დაფინანსებით ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლებას მიიღებს.

"ჩემის აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ანალოგიური ტიპის პროგრამები გასულ წლებშიც არსებობდა, თუმცა წელს მას გარკვეულ წილად სახე ვუცვალეთ. ახალგაზრდები აღარ იქნებიან ვალდებულები იმუშაონ სამთავრობო სტურუქტურებში.

130-მდე ახალგაზრდა წელს ამ პროგრამით საზღვარგარეთ წავა. ვფიქრობ, რომ ეს არის საფუძველი იმისა, რომ მომავალშიც გაგრძელდეს ასეთი პროგრამები. თანხები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.

ვფიქრობ, რომ ეს ძალინ წარმატებული პროგრამა იქნება, რადგან ქვეყნის მომავალს ემსახურება,"- აღნიშნა ნიკა გილაურიმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური