საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალი ,,მზერა’’

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ხელოვნების ფესტივალი ,,მზერა’’დღეს, 2009 წლის 21 აგვისტოს, მთავრობის კანცელარიის შენობის წინ, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფესტივალი ,,მზერა'' გაიხსნა.

საქართველოს მასშტაბით, ფესტივალში ორმოცმა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც 10 დღეს გასტანს.

ბავშვები, 20 დღის განმავლობაში სოფელ მანავში, ბანაკში დაისვენებენ და ფესტივალისთვის მოემზადებიან. ბავშვებს მთაწმინდის პარკი ,,ბომბორა'' და ,,მაკდონალდსი''გაუწევენ მასპინძლობას. გარდა ამისა, მათი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართება.

ბანაკში ყოფნისას ბავშვებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მოინახულებენ.

9 სექტემბერს ბანაკიდან დაბრუნებული ფესტივალის მონაწილეები, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, გენერალურ რეპეტიციას გაივლიან. ხოლო, 10 სექტემბერს მთავრობის კანცელარიის დარბაზში გალა-კონცერტს გამართავენ.

დღეს, ბანაკში მიმავალი ფესტივალის მონაწილეები საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა დავით კერესელიძემ გააცილა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური