საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ქუთაისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანა მოინახულა

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ქუთაისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანა მოინახულა2009 წლის 21 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც ეგვიპტურმა კომპანიამ ,,Fresh Electric Company'' საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხნისათვის ახალი დანადგარები ჩაიტანა. როგორც ქუთაისში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "ქუთაისი, საქართველოს მეორე დედაქალაქად ჩამოყალიბდა. აქ იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი. სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება.''

პირველი პროდუქციის გამოშვებას კომპანია აგვისტოში გეგმავს. ,,Fresh Electric Company'' ქუთაისის ავტო ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონა უნდა მოაწყოს, ამისათვის საწყისს ეტაპზე მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური