საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში

თურქმენეთის პრეზიდენტი ბ-ნი გურბანგულ ბერდი მუჰამედოვი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური2009 წლის 13 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა, სადაც ქ. აშხაბადში საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომელობის ერთობლივი სამთავრობათასორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომელობის ერთობლივი სამთავრობათასორისი კომისიის მთავარი თემა იყო ნაბუკოს პროექტი, რომელსაც თურქმენეთიც უერთდება.

ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური თურქმენეთის პერზიდენტს გურბანგულ ბერდი მუჰამედოვს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განხილული იყო სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები. „თურქმენეთის მხარე მზად არის, რომ დივერსიფიკაცია გააკეთოს თავისი ბუნებრივი აირის ბაზრების. ერთ-ერთ პროექტად სწორედ ნაბუკო განიხილება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე მთელი რეგიონისთვის," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური