საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა

2009 წლის 1 აპრილს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნეს წრეების წარმომადგებნლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ ეკონომიკური განვითარების გეგმა გააცნო. ნიკა გილაურის განცხადებით, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის თვალსაზრისით მარტი აქტიურობით გამოირჩეოდა.

,,დღეს, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს და ყველა იმ მსხვილ ბიზნესმენებს და ინვესტორებს ვხვდებით, რომლებიც საქართველოში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოღვაწეობენ.
მინდა, მათ გასული წლის შედეგები წარვუდგინო. ეკონომიკა, საქართველოში გასული წლის განმავლობში 2.1%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, გვაქვს პირველი კვარტლის გარკვეული შედეგები: შემოსავლები, ეროვნული ბანკის მონაცემები. მართალია, ეს სრულად დამუშავებული არ არის, თუმცა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ზუსტ მონაცემებს საზოგადოებას აუცილებლად წარვუდგენთ. მინდა ავღნიშნო, რომ მარტის თვე განსაკუთრებით წარმატებული იყო. გაიზარდა ეროვნული ბანკის რეზერვები და შემოსავლები. მარტი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთი რეკორდული თვე იყო. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში გაიზარდა,'' - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური