საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში’’ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ახალი ინიციატივის ოფიციალური წარდგენა გაიმართა

სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში'' ევროკავშირისა და გაეროს განვითრების პროგრამის ახალი ინციატივის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და საქართველოს ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი ესწრებოდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებს სამ ახალ პროექტს შიდა ქართლის,მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. 18-თვიანი ინიციატივა ევროკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 4.4 მილიონ ევროს შეადგენს.

პროგრამის სამი კომპონენტი პროფესიული განათლების განვითარებას, მიკროფინანსირებასა და ინფრასტრუქტურის აღდგენას მოიცავს.
ამ შეთანხმებას გაეროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა და პრემიერ მინისტრმა მოაწერეს ხელი.

,,ეს თანხა სამ სხვადასხვა პროექტს მოხმარდება. ერთი მათგანია მიკროსესხების გაცემა არსებული და ახალი ბიზნესებისთვის, მეორე ნაწილია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, წყალი და გზა, მესამე გახლავთ პროფესიული გადამზადება''- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური