საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია

2009 წლის 27 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
ნიკა გილაურმა გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა,რომ იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში მაგისტრატურაში ჩააბარებენ, სახელმწიფო დააფინანსებს.
,,თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ სამთავრობო საიტზე, www.georgia.gov.ge, სადაც ნახავთ მსოფლიოში საუკეთესო უნიერსიტეტების ჩამონათვალს, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ. ჩვენი მიზანია, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს შრომისუნარიანობა და ნიჭი მოხვდეს მსოფლიოს საუკეთესო სკოლაში, მას ფინანსურმა პრობლემამ ხელი არ უნდა შეუშალოს იმაში, რომ ოცნება აისრულოს და მიზანს მიაღწიიოს''.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე იაფი დაზგვევის პროგრამაზე და ახალ სამთავრობო ინიციატივებზეც ისაუბრა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური