საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

2009 წლის 25 მარტს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სს ,,მადნეული’’ მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც სააქაციო საზოგადოება ,,მადნეული''-ს სამთო-მომპოვებელი კომბინატი მოინახულა და მადნის მოპოვების პროცესს დაესწრო. მსოფლიო კრიზისის მიუხედავად სააქციო საზოგადოება ,,მადნეული'' და შპს ,,კვარციტი'' ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშობას. ორივე კომპანიაში აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად საწარმოში სიმძლავრეები არ შეუმცირებით და 2010 წლისათვის ტექნიკური გადაიარაგება იგეგმება. საწარმოში 1500-მდე ადამიანია დასაქმებული.

,,ამ 2-3 თვის წინ ახალი საბადოს ათვისება დაიწყო, სადაც მომავალში სერიოზული ინვესტიციები განხორციელდება და კიდევ ასობით ადამიანი დასაქმდება. ჩვენი მიზანია, რომ ყოველდღიურად, განვსაზღვროთ ეკონომიკის მდგომარეობა და არსებული პრობლემები მოვაგვაროთ,''-განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური