საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა სავალუტო ფონდის დელეგაცია მიიღო

მიმდინარე წლის 15 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია, რომელსაც ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ჯონ ვეიკმან ლინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ილაპარაკეს ქვეყნის, როგორც მიმდინარე წლის, ასევე 2007 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საქართველოს საფინანსო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობასა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.

დელეგაციის ხელმძღვანელის ჯონ ვეიკმან ლინის განცხადებით, ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რასაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტენდენციაც ადასტურებს. მისი თქმით, მთავრობასთან ერთად გაგრძელდება მუშაობა ინფლაციის კონტროლისკენ მიმართული კონკრეტული მონეტარული პოლიტიკის განსახორციელებლად.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი