საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთს ეწვია

24 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა.

დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა მოინახულა ნინოწმინდისა და ახალქალაქის სპორტდარბაზები. დაათვალიერა ასპინძისა და აბასთუმნის გზების, ასფალტის ახალი ქარხნის და ახალციხეში სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები. ახალციხისა და ნინოწმინდის რაიონებში დაათვალიერა მშენებარე სკოლები. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ორმოცამდე ახალი სკოლა შენდება.

ზურაბ ნოღაიდელი ადგილზე გაეცნო ხანძრის ლიკვიდაციის შემდგომ არსებულ ვითარებას.

ვიზიტის ბოლოს მხარის გუბერნატორთან ერთად პრემიერ-მინისტრმა რაიონის გამგებლებთან გამართა თათბირი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი