საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი კახეთს ეწვია

26 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კახეთში იმყოფებოდა.

მან მოინახულა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის თანამედროვე ასფალტის ქარხანა, საგარეჯო-უდაბნოს გზის მიმდინარე სამუშაოები, გურჯაანში მშენებარე სამხარეო დიაგნოსტიკური ცენტრი და ვენახები სოფელ ახაშენში.

პრემიერ-მინისტრმა კახეთში მანავისა და გურჯაანის ღვინის ქარხნები დაათვალიერა, სადაც წლევანდელ რთველთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: "რუსეთმა ჩვენ პრაქტიკულად ომი გამოგვიცხადა იმ აკრძალვებით, რაც შეეხებოდა ქართული ღვინის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე. ყველას გვესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამიტომაც ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ და მაქსიმალური მობილიზებით უნდა შევხვდეთ რთველს."

პრემიერ-მინისტრმა მოინახულა თელავის ცენტრი, რომლის განახლებაც მიმდინარეობს. აგრეთვე, პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები, ზემო ხოდაშენში მშენებარე ღვინის ქარხნა: "მეღვინეობის რაინდი."

თელავში ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს და გამგებლებს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი