საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი პრშემისლ სობოტკას შეხვდა

26 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს პრშემისლ სობოტკას შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ვრცლად ისაუბრეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. პრშემისლ სობოტკას განცხადებით, საქართველოს მასთან ერთად ჩეხი ბიზნესმენებიც ესტუმრნენ, რათა ორ ქვეყანას შორის არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კავშირებიც მჭიდრო და ნაყოფიერი გახდეს.

ისაუბრეს აგრეთვე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმდინარეობაზე. ითქვა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

აღინიშნა, რომ 2007 წლის პირველ ნახევარში ჩეხეთის რესპუბლიკაში იგეგმება ბიზნესფორუმის ჩატარება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი