საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი ღვინის საწარმო ,,ბადაგონს” ეწვია

20 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი კახეთის რეგიონში ღვინის საწარმო ,,ბადაგონს" ეწვია. ზურაბ ნოღაიდელმა საწარმოს ხელმძღვანელობას და საზოგადოებას განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა ისეთი ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება, როგორიც ,,ბადაგონის" საწარმოშია წარმოდგენილი. ,,მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო უწყებებს, ღვინის მწარმოებელ საწარმო ,,ბადაგონთან" პრეტენზიები საერთოდ არ გვაქვს, რაც კიდევ ერთხელ მინდოდა აქ, ამ ქარხანაში დამედასტურებინა. ჩვენ პირიქით ყველანაირად შევუწყობთ ხელს ,,ბადაგონს" თავისი კომერციული პროექტების განხორციელებაში - იქნება ეს ყურძნის შესყიდვა თუ შემდგომში ღვინის რეალიზაცია. ეს პროექტი ჩვენთვის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ საწარმოში ასეულობით ჩვენი თანამოქალაქეა დასაქმებული", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მასპინძელმა თემურ უბილავამ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მხადრაჭერისთვის და განაცხადა, რომ მათი გადაწყვეტილება სასამართლოში გაარკვიონ იმ ექსპერტებთან დავა, რომლებმაც შეცდომაში შეიყვანეს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ძალაში რჩება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი