საქველმოქმედო აქციები გრძელდება. 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, მოეწყო 600 ცალი ზღაპრის წიგნის სიმბოლურ ფასად გაყიდვა, რომ მოხერხებულიყო ახალციხიდან ბავშვების დედაქალაქში ჩამოყვანა.
16 დეკემბერს შეგროვებული 670 ლარით ახალციხის N7 საჯარო სკოლის აღსაზრდელთათვის მოეწყო საქველმოქმედო აქცია. აქცია ითვალისწინებდა დედაქალაქის დათვალიერებას: სამების საკათედრო ტაძარში, ცირკში, ზოოპარკში, მთავრობის კანცელარიაში სტუმრობას.
სკოლას აქვს პანსიონური მომსახურება და გაიოლებული პროგრამა. ამჟამად იქ სწავლობს 45 აღსაზრდელი. მათი უმრავლესობა უნარშეზღუდულია, მაგრამ მათთვის ეს ექსკურსია შთამბეჭდავი იყო.
მაკდონალდსმა და ზოოპარკმა თანადგომა გამოგვიცხადეს.
ბავშვების მგზავრობა კი სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატმა უზრუნველყო.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი