საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის გათავისუფლების გამო

12 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის წარმომადგენელი შიდა ქართლში - სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი მიხეილ ქარელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კომენტარი გააკეთა: ,,ჩვენი გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოქმედებამ იქ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. იმის ნაცვლად, რომ იგი მხარში დადგომოდა პოლიციის თანამშრომლებს და, შესაბამისად, თვითონაც გამოეხატა აღშფოთება კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, ის პრაქტიკულად ცდილობდა ხელი შეეშალა სამართლიანობის და კანონის აღსრულებისთვის, რაც, ბუნებრივია, რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. ამ საკითხზე დღეს მქონდა მსჯელობა ბატონ პრეზიდენტთან და, შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პოსტიდან მიხეილ ქარელის გათავისუფლების შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი