საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობის პროგრამა საუკეთესო ხუთეულშია

12 სექტემბერს ჰარვარდის უნივერსიტეტმა დაასახელა სამთავრობო რეფორმათა მსოფლიო კონკურსის ხუთი ფინალისტი. ფინალში გავიდა საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამა, აშშ-ს ორი სამთავრობო პროგრამა, სინგაპურის და კანადის პროგრამები. 24 სექტემბერს კომპანია IBM-ი და ჰარვარდის უნივერსიტეტი ამ ხუთეულიდან საუკეთესოს გადასცემენ ,,მთავრობის ინოვაციური ტრანსფორმაციის პრიზს".

საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამა მოიცავდა ლიცენზირების რეფორმას, ახალ შრომის კოდექსს, კორუფციასთან ბრძოლის გეგმას და სხვა საკითხებს.

რეფორმების შესწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის მმართველობის სკოლის დემოკრატიული მართვისა და ინოვაციების ეშის სახელობის ინსტიტუტმა ჩაატარა. ეშის სახელობის ინსტიტუტი ხელს უწყობს წარმატებული მმართველობის განვითარებას.

კონკურსზე ოცდაათი ქვეყნიდან 100-მდე სამთავრობო პროგრამა იყო წარდგენილი და შერჩევის შედეგად, სექტემბერის დასაწყისში საუკეთესო ოცეული დასახელდა, ამჟამად - ოციდან ხუთი საუკეთესო შეირჩა.
ამ კონკურსში საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძე.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში