საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელი გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა

20 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გერმანელ ბიზნესმენებს შეხვდა. მოწვეულები იყვნენ იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, ასევე, ისინი, ვინც საქართველოში ჯერ კიდევ არ არიან შემოსული, მაგრამ დაინტერესებას იჩენენ. გერმანელი ბიზნესმენები მშენებლობის, მრეწველობის, ენერგეტიკის და მომსახურების სფეროებში საქმიანობენ.

შეხვედრის მიზანი იყო გერმანიისა და საქართველოს კომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და შემდგომი თანამშრომლობის გზების ძიება.

შეხვედრაზე ზურაბ ნოღაიდელმა სტუმრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები და შექმნილი პოზიტიური საინვესტიციო გარემო გააცნო, ასევე სამომავლო გეგმები გაუზიარა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი