საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

პეტრე მამრაძე იაკობ სკიბას შეხვდა

15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი პეტრე მამრაძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის უფროსს იაკობ სკიბას შეხვდა.

ვიზიტი საქართველოს მმართველობის სისტემის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მოეწყო და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მიერ ხორციელდება. იგი ითვალისწინებს სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროში პოლონური გამოცდილების გაზიარებას. ეს პროექტი პირველ ეტაპზე გაცნობით ხასიათს ატარებს, რათა მოხდეს იმ სფეროების განსაზღვრა, სადაც თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანს გახდის ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს.

შეხვედრაზე განიხილეს თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო ზედამხედველობის, საჯარო სამსახურის რეფორმის, ასევე, ,,ელექტრონული მთავრობის" და ქართულ-პოლონური ისტორიული ურთიერთობების საკითხები.

პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის და პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის თანამშრომლობით მომზადდა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი