საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ეკონომიკური ფორუმი

31 ოქტომბერს ლონდონში Financial Times-ის ორგანიზებით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი ,,დააბანდე საქართველოში", რომელსაც უცხოეთის წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ილაპარაკა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მიღწეულ წარმატებებზე და ქვეყანაში შექმნილ პოზიტიურ საინვესტიციო გარემოზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებებით საქართველოს მთავრობა უცხოური ინვესტიციების გაზრდას ვარაუდობს. ,,ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული ყველა იმ პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რომლებიც აქ იყო წარდგენილი. ჩვენ წელს ველოდებით დაახლოებით 2,2-2,5 მილიარდი უცხოური საინვესტიციო კაპიტალის დაბანდებას საქართველოს ეკონომიკაში," - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ამავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს ჯეინ ლემიერს (Jean Lemierre). ბატონი ლემიერის შეფასებით, ,,საქართველოში მასშტაბური რეფორმები ძალიან სწრაფად განხორციელდა, ბოლო სამ წელიწადში ინვესტიციები გაორმაგდა. ახლა მთავარია, რომ რეფორმების მონაწილე ხალხიც გახდეს".

ეკონომიკური ფორუმის პარალელურად ლონდონში მოეწყო გამოფენა ,,საქართველოს გემო", სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული პროდუქცია.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი