საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა

29 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა. თავდაპირველად იგი სტეფანწმინდაში ჩავიდა და ახ-ლად აშენებული საოჯახო სასტუმროები დაათვალიერა. სტეფანწმინდიდან ვლადიმერ გურგენიძე თიანეთში გაემგზავრა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ პრობლე-მებს გაეცნო. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას უნდა დაეთმოს. - ,,მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მოსახლეობასთან ვილაპარაკეთ სამომავლო გეგმებზე. 2008 წელს საბოლოოდ დასრულდება გზების რეაბილიტაცია, მოხდება რეგიონის გაზიფიცირება, გაუმჯობესდება წყალმომარაგების სისტემა, გარემონტდება დარჩენილი სამი საჯარო სკოლა და აშენდება ახალი საავადმყოფო (პროგრამა: ,,100 ახალი საავადმყოფო საქართველოში"). დასაქმების მხრივ რეგიონში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ და კერძო ბიზნესმა ბევრი უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი