საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

სამუშაო ვახშამი პრემიერ-მინისტრთან

30 დეკემბერს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" პრემიერ-მინისტრის სახელით გაი-მართა სამუშაო ვახშამი სპორტის, ხელოვნების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლე-ბისთვის. სტუმრებს ვლადიმერ გურგენიძემ მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართა: ,,საქართველო, შედგა რა როგორც სახელმწიფო, მომდევნო 5 წლის მანძილზე ყველა სფეროში უნდა მიისწრაფოდეს, რომ მიაღწიოს აღმოსავლეთ ევროპულ დონეს. საამისოდ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავძლიოთ სიღარიბე და შევქმნათ ცხოვრების ნორმალური პირობები. მნიშვნელოვანია პოლიტიკაც, ალბათ იმიტომ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე ოპონირება აღარასდროს გავიდეს კონსტიტუციური ჩარ-ჩოებიდან. ერთი სფერო, რომლისთვისაც არა თუ აღმოსავლეთ ევროპული, საშუალო ევროპული დონეც არ იქნება შესაფერისი, არის ჩვენი კულტურა თავისი დიდი ისტორიით".

დასასრულ, ვლადიმერ გურგენიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამსწრე საზო-გადოების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და ილაპარაკა მათ როლზე ჩვენი კულტურის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო პოპულარიზაციისათვის.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი