საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი დონორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის დონორებთან შეხვედრა2008 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი მთავრობის კანცელარიაში დონორებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებისას პრემიერ-მინისტრი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ორი კვირის წინ შეიქმნა საქართველოს მთავრობასა და დონორთა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის დონორებთან შეხვედრა"ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება და დანაპირები დახმარებების შესახებ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა მსოფლიო ფინანსური კრიზისის და იმ სირთულეების ფონზე, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ, ამის ეფექტურად დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა დონორებსა და მთავრობას შორის. ჩვენ პრაქტიკულად ვმუშაობთ, როგორც ერთი გუნდი. უნდა ხდებოდეს ამ დახმარების ძალზედ კოორდინირებული მიმართვა. ამასთანავე, ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თანხები იქნა მოძიებული და მიღებული, თუ რას ვაპირებთ ჩვენ უახლოესი თვეების განმავლობაში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების შედეგად საქართველომ უკვე მიიღო 602 მლნ დოლარი. უახლოეს დროში მოსალოდნელია 332 მლნ დოლარის მიღება. აგრეთვე არსებობს შეთანხმებული ხელშეკრულებები 1 მლრდ 815 მლნ დოლის მიღებაზე. აღნიშნული თანხები მოხმარდება  გზების რეაბილიტაციას, ენერგეტიკას  და სხვა ინფრასრტუქტურულ პროექტებს. ჯამში შეთანხმებულია  2 მლრდ 750 მლნ დოლარის  პროექტები.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი