საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

ვლადიმერ გურგენიძე და რუბენ ჯეფრი მასმედიის წარმომადგენლებს შე­ხ­ვ­დ­ნენ

2008 წლის 27 აგვისტოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე და აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, სა­ხე­ლ­მ­წ­ი­ფო მდივნის მოადგილე ბიზნესის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში რუ­ბ­ენ ჯეფრი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა ამერიკის დელეგაციას და აღნიშნა, რომ 11 აგვისტოდან საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის მიმდინარეობს დიალოგი ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი დახმარების შესახებ. მისი თქმით, ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ევ­რ­ო­პ­ელ მეგობრებთანაც.

როგორც ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, ამერიკელ პარტნიორებთან განხილულ ძა­ლზედ მნიშვნელოვან თემებს წარმოადგენს ინფრასტრუქტურის აღდგენა და რე­ა­ბი­ლ­ი­ტა­ც­ია, ლაპარაკია მთელ რიგ ღონისძიებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინ­ტე­გ­რი­რ­ე­ბ­ას განვითარებული ეკონომიკის მქონე სამყაროსთან.

,,აღსანიშნავია, თუ როგორი გამძლეობის მაღალი ლიმიტი აღმოაჩნდა საქართველოს ეკონომიკას, რომელმაც მიუხედავად ბოლო ორი კვირის ვითარებისა იფუნქციონირა ძა­ლ­ი­ან მაღალ დონეზე და ასევე გააგრძელებს ფუნქციონირებას. უმთავრესი არის ის, რაც ჩვ­ე­ნ­მა ეკონომიკამ უჩვენა ბოლო ორი კვირის განმავლობაში - ელასტიურობა, გამძლეობის მა­ღა­ლი ლიმიტი და დინამიზმი, რაც არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ნიშან-თვ­ი­სე­ბა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი