საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჩამოვიდა

2008 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გერმანელ დიპლომატ ჰანსიორგ ჰაბერს (The head of the EU observer mission Hansjoerg Haber).

ვლადიმერ გურგენიძე მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და აღნიშნა, რომ მათი აქ ჩამოსვლა ძალზედ მნიშვნელოვანია.

"მნიშვნელოვანია ის, რომ მათ არც ერთი დღე არ დაუკარგავთ და შეუდგნენ თავიანთ საქმიანობას. მათ დეტალებში გაგვაცნეს, თუ რა ეტაპზე იმყოფებიან, დღე-დღეზე მოსალოდნელია დამკვირვებელთა ძირითადი ძალების ჩამოსვლა და განლაგება საქართველოში.

მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა ჩვენთან ლოგისტიკური პრობლემები. როგორც აღმოჩნდა ყველაფერი წესრიგშია. 1 ოქტომბრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სრულფასოვნად შეუდგება თავის საქმიანობას.

მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 22-მა გამოთქვა სურვილი სადამკვირვებლიო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, " - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი