საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

2008 წლის 27 ოქტომბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიხსნა აშშ -საქართველოს ბიზნეს სამიტი

2008 წლის 27 ოქტომბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა აშშ -საქართველოს ბიზნეს სამიტი "ვაჭრობისა და ინვესტიციის ხელშეწყობა საქართველოში".

ამერიკის სავაჭრო პალატა ხელს უწყობს სავაჭრო ურიერთობების განვითარებას საქართველოში, აშშ -სა და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებას შორის. პალატა იცავს თავისი წევრების საერთო ეკონომიკურ ინტერესებს და გამოხატავს მათ პოზიციას. ამერიკის სავაჭრო პალატა ამჟამად წარმაოდგენს 130 წევრს 15 ქვეყნიდან. პალატის წევრები მოღვაწეობენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის წარმოებაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკაში, განათლებაში, სასტუმრო საქმიანობასა და სხვა სექტორებში.

აშშ საქართველოს დასახმარებლად გამოყო 176 მილ დოლარი. ამერიკის საერთშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის დახმარება აგრეთვე მოხმარდება ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესის განვითრებასაც. მხარეებმა დღეს გააფორმეს მემორანდუმი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ვლადიმერ გურგენიძემ და აშშ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჯორჯ სალივანმა. ვლადიმერ გურგენიძემ სამიტზე მცირე კომენტარი გააკეთა: - "ამერიკის, ჩვენი უდიდესი მეგობრის, უდიდესი ფინანსური და ეკონომიკური პარტნიორის მხრიდან ეს კიდევ ერთი პრაქკტიკული გამოხატულებაა მათი ინეერესისა საქართველოს მიმართ. დღეს აქ ჩამოსულია ოციოდე ამერიკული კომპანია." "ისინი ეცნობიან ქართულ პარტნიორებს, ეცნობიან სხვადასხვა პროექტებს, საუბრობენ ინვესტიციებზე," - დასძინა მან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი