საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობამ 18 თვიანი პროგრამა განიხილა

დღეს, 14 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად განიხილა 18 თვიანი გეგმის შესრულების და მიმდინარეობის პროცესი. გრიგოლ მგალობლიშვილის დავალებით თითოეულმა სამინისტრომ წარმოადგინა გასული 2 თვის განმავლობაში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში.

"მთავრობის უმთავრესი ამოცანაა 18 თვიანი გეგმის წარმატებით წარმართვა. ორმა თვემ უკევ განვლო და ჩატარდა კოლოსალური სამუშაოები, ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით 5000 კაპიტალური სახლი იქნა აშენებული. ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებლი. ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელსაც ომმა, რუსულმა ოკუპაციამ მიაყენა ზიანი უნდა შეიქმნას ღირსეული საცხოვრებელი პირობები. "-აღნიშნა გრიგოლ მაგლობლიშვილმა.

პრემიერ -მინისტრმა სთხოვა თითოეულ მინისტრს წარმოედგინა ინფორმაცია მათი სამინისტროების მიერ გატარებული სამუშაოების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი:

"მინდა მოგახსენოთ, რომ იძულებით გადაადგლებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 90% სახლებისა დასრულებულია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სხვადასხვა კომუნიკაციების სასმელი წყლის, გაზის, ელექტროენერგიის , გზების მიყვანასთან ერთად თვის ბოლოდან უკვე დაიწყება ინტენსიური ჩასახლების პროცესი და დეკემბის 20 რიცხვისთვის მთლიანად დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი განხორციელდება გამჭვირვალედ და მაქსიმალური სამართლიანობის დაცვით. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსი ოკუპანტები იყვნენ რამდენიმე დღის განმავლობაში და ადგილოვრივ მოსახლეობას დაუზიანდათ სახლები ეს ეხებათ გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რაიონებს, ამჟამად მიმდინარეობს და ძირითადად დასრულებულია 2000 საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოები. გარდა იმ რამდენიმე ათეული სახლისა, სადაც ამ ეტაპზე სახიფათოა შესვლა. კერძოდ სოფელ ერგნეთსა და სოფელ ნიქოზში. იმ ადამიანებს, რომელთა სახლები ძალიან იყო დაზიანებული და მოკლე ვადებში ვერ მოხერხდებოდა მათი აღდგენა , მიეცათ საკონპენსაციო თანხები ალტერნატული სახლების შესაძენად. თანხების დარიგების პროცესი დასრულებულია. მე იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება იძულებულ გადადგილებულ პირთა შესახლება და თითოეული მათგანი ახალ წელს საკუთარ, როგორც ჩვენს მიერ აშენებულ სახლებში, ასევე ჩვენს მიერ გაცემული კომპენსაციით შეძენილ ალტერნატიულ ბინებში შეხვდება."

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი:

"სახელმწიფოს მიერ აშენებულ სახლებში შესახლებულ დევნილ მოსახლეობას დახვდება ინვენტარი. პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები. სამზარეულო,საძინებელი და სასტუმრო ოთახებისათვის საჭირო კომპლეკტაციები. სხვა სამეურნეო ნივთები. ინვენტარი შეძენილია სახელმწიფოს მიერ და სრული რაოდენობით მიტანილია ადგილზე. მიმიდინარეობს ინვენტარის განლაგება და ეს სახლები ელოდებიან ოჯახებს.
ჩვენ წინსწრებით ვასრულებთ საქმეს, ტემპები მაქსიმალურად იქნება დაცული. შესახლებულ ადამიანებს იქ დახვდებათ მცირე ნაწილი პროდუქტებისა. თითოეული მათგანი სულზე 200 ლარს მიიღებს, იმისთვის, რომ მათ თავად გადაწყვიტონ თუ რა სახის პროდუქტი შეიძინონ და სურვილისამბერ გამოიყენონ აღნიშნული თანხა. ჩვენ შეგვეძლო ინვენტარის სია უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა, მაგარმ გადაწყვეტის უფლება მათ დავუტოვეთ."

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია:

"26 ჩასახლებულ ადგილას იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებში დაახლოებით 3800 მოსწავლეა. ჩვენ უკვე განსაზღვრული გვაქვს რამდენი ბავშვი კონკრეტულად რომელ სკოლაში მივა. ვმუშაობთ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე , რაც აუცილებელია იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს სასწავლო პირობები. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის კოსმეტიკური რემონტი. სკოლებში აუცილებელი იქნება 4000 მერხის შეტანა, რადგან ხშირ შემთხვევაში გვაქვს ფართი, მაგრამ არ არის საკმარისი ინვენტარი. დაინიშნება ავტობუსები, რადგან რიგ შემთხვებში სკოლები 3-5 კმ-ით დაშორებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებული ადგილებისგან. ზოგიერთ სკოლას მოუწევს ორ ცვლაში მუშაობა. შეიქმნება გრაფიკები. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მასწავლებლები ოკუპირებული რეგიონებიდან მაქსიმალურად დასაქმდნენ იმ სკოლებში, სადაც ეს მოსწავლეები იქნებიან. წეროვანში, სადაც 1200 მოსწავლეა პერსპექტივაში ასაშენებელი იქნება სკოლა, უახლოეს ხანებში ისინი ახლომდებარე სკოლებში განაწილდებიან. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თითოეული ბავში ივლის სკოლაში და მიიღებს აუცილებელ განათლებას."

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე:

"სირთულეები იძულებით გადაადგილებული და დაზარალებული მოსახლეობის შეშით მომარაგების თაობაზე არ არის. მასალის მიწოდება ყველგან დროულად განხორციელდა. ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. ჩევნ აბსოლუტურად მზად ვართ, მას შემდეგ, რაც დაიწყება შესახლება პარალელურად მოვამარაგოთ შეშით ის ადგილები, სადაც საჭიროება არსებობს."

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირმა ენუქიძე:

"მინდა გითხრათ, რომ ელექტროფიკაცია მთლიანდ დასრულდება 20-25 ნოემბრისთვის. გაზიფიკაციის სამუშაოები 1 დეკემბრისათვის. ხოლო რაც შეეხება რუსული აგრესიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგო გადასახადების დაფარვას აგვისტო და სექტემბრის თვე მთლიანად გადახდილია, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა "ენერგოპროჯორჯიასთან" ენერგეტიკის სამინისტროსთვის ინფორმაციის მოწოდებისათვის, იმისთვის, რომ ოქტომბრის თვე იქნას დათვლილი. ამ საკითხის გამოტანას მომდევნო მთავრობის სხდომაზე ვგეგმავთ."

სოფლის მეურნებობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი:

"იმ მოსახლეობას, რომელიც ომის შემდეგ დაბრუნდა საცხოვრებელ ადგილებში სახელმწიფომ 8000 მეტი ჰექტარი მიწა დაუმუშავა. მიმდინარეობს თესვის სამუშაოები. აქ ითესება მაღალ ეფექტური ხორბლის ჯიშები. ხოლო რაც შეხება ახალ დასახლებებში დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შერჩევის პროცესში ვართ. ასევე დაგეგმილია მათი ტრაქტორებით აღჭურვა. ამ პროგრამის განსახორიელებლად რეგიონებიდან მობილიზებული იყო 300 მეტი ერთეული ტექნიკა., რომელმაც დაამუშავა ეს ფართობები .პროცესი გაგრძელდება სანამ ამინდი შეგვიწყობს ხელს. 12000 ჰექტარის მოხვნის სამუშაოები ამ დღეებში დასრულდება. ეს პროექტი ხორცილედება ამერიკული დახმარების ფარგლებში."

სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი:

"გარკვეულ სოფლებში პრობლემები შეიქმნა წყალმომარაგების თვალსაზრისით, ჩვენ ვგეგმავთ, რომ დეკემბრის 15-20 რიცხვისთვის ყველა ეს სამუშაოები დასრულდეს. პრაქტიკულად ხდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმისთვის, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს წყლის პრობლემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად არის ჩართული ირიგაციის თვალსაზრისით ყველა პრობლემის მოსაგვარებლად , იმისათვის, რომ ყველა ის პრობლემა, რაც უკვე წარმოიქმნა და შეიძლება წარმოიქმნას შესაბამისი სეზონის დადგომამდე ოყოს მოგვარებული."

შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი:

"გორის რაიონის და მიმდებარე ტერიტორიაზე ყველგან, სადაც მოსახლეობა დაბრუნდა რამდენიმე კვირის წინ ყველა სამედიცინო ობიეტი და ამბულატორია მუშაობს შეუფერხებლად. გარდა კარალეთისა, რომელიც იყო სრულიად განადგურებული. წეროვანში აშენდება კლინიკა, რადგან წეროვანში არსებული ამბულატორია ხალხის ამხელა მასას არ ეყოფა. ყველგან , სადაც იქნება იძულებით გადაადგილებილ პირთა ჩასახლება, იქნება სამედიცინო ობიექტი. გაძლიერდება უკვე არსებული ან აშენდება ახალი. სასურველია მოხდეს ექიმების განსახლების ადგილებთან დასაქმებაც. ყველას ვინც არის დაზარელებული და ღებულებს უფასო სამედიცინო დახმარებას, როგორც ამბოლატორიულ ასევე სტაციონალურ დონეზე დახმარება გაუგრძელდება. სოციალური სუბსიდიების სააგენტო, ლტოლვილთა და განასახლების სამინისტროსთან და საჯარო რეესტრთან ერთად მუშაობს სიებზე. ჩევნ გვაქვს ზუსტი სიები ვინ სად ჩასახლდება . თანხების ჩარიცხვის ადმინისტრირების ერთი ეტაპი განხორციელებულია . იგივე ეხება სოციალურ დახმარებასა და სამედიცინო დაზღვევას. იქამდე სანამ სოციალური დაზღვევის პაკეტები და ვაუჩერები დაურიგდება მოსახლეობას მანამდე შენარჩუნებული იქნება უფასო სამედიცინო მომსახურება."

დასასრულს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა აღნიშნა, რომ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი ,რომელიც თითოეულ სახელმწიფო სტრუქტურას ეხება არის ახალ დასახლებებში, სადაც უმოკლეს ვადებში დაიწყება შესახლების პროცესი მოხდეს დაზარალებული მოსახლეობის დასაქმების პროცესის წარმართვა -"ეს იქნება ჩემი დავალება ყველა სამინისტროს მიმართ. მაქსიმალური ყურადღება უნდა იქნას გამოჩენილი იმისთვის, რომ ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჩვენ მაქსიმალურად შევუქმნათ ახალი სამუშაო ადგილები."

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი