საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი დონორებს შეხვდა.

პრემიერ მინისტრის დონორებთან შეხვედრამთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონორებს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას დონორთა საკოორდინაციო საბჭო. გრიგოლ მგალობლიშვილმა უცხოელ პარტნიორებთან შეაჯამა იმ დახმარების შედეგები რომელიც საქართველომ რუსული ინტერვენციის შედეგების სალიკვიდაციოდ მიიღო. საქართველომ ოქტომბერში ჩატარებულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე 4 მილიარდ ნახევარი მიიღო.

„საქართველოსთვის, ოქტომბრის დონორთა კონფერენცია ძალიან წარმატებული იყო. ჩვენი მოკავშირეები დღემდე განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას. საბოლოო წარმატებისათვის კოორდინირებული მუშაობა და მისიის ბოლომდე მიყვანაა საჭირო. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან მთელ რიგ საკითხებში ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა და შეთანხმება უკვე მიღწეულია" -განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი