საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საგადასახადო და საბაჟო კოდექსს საქართველოს მთავრობა საზოგადოებასთან ერთად განიხილავს

პრემიერ მინისტრის ESM სტუმრობა21 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეკრება ESM თბილისის ბიზნეს სკოლაში გაიმართა. დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პროფესორებთან და სტუდენტებთან ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაცია წარმოადგინა. გამარტივდება საგადასახადო სისტემა, შემცირდება სხვადასხვა ტიპის გადასახადები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. შესაბამისად მიმზიდველი გახდება საინვესტიციო გარემოც. ახალი კოდექისის მიზანია არ ჰქონდეს ორმაგი ინტერპრეტირების საშუალება არცერთ მუხლს და საგადასახადოს და კერძო კომპანიის წარმომადგენელმა ერთი და იგივე მუხლი სხვადსახვაგვარად გამოიყენოს.

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა , რომ " საქართველოს ეკონომიკა ორმაგი დარტყმის ქვეშ არის მოქცეული, ერთის მხრივ რუსული აგრესია და ამავე დროს საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისი. მიუხედავად ამ გამოწვევებისა ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი წარმოების განვითარება. საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს თავისი ლიბერალური ეკონომიკით, თავისი დაბალი გადასახადებით. ამისათვის ჩვენ გვჭირდება პირველი - უფრო დაბალი გადასახადები და მეორე - უფრო მიმზიდველი გარემო, რაც ბუნებროვად იწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა საშემოსავლო გადასახადი 25% -დან 20 %-მდე და საშემოსავლო გადასახადი დივიდენდზე 10%დან 5-% -მდე. ეს გარკვეულ წილად ნიშნავს დამატებით 250 მილ ლარს ქართულ ეკონომიკაში. ჩვენი მიზანია საქართველოს ეკონომიკა გადავაქციოთ რეგიონის ყველაზე გახსნილ, ყველაზე არაკორუმპირებულ და თავუსუფალ ეკონომიკად, ლიბერალიზმის მაღალი ხარისხით, დაბალი გადასახადებით და მოქნილი, მარტივი საგადასახადო კოდექსით. ჩვენ რეფორმებისა და ლიბერალიზმის კურსს არ გადავუხვევთ, რადაგან ეს არის გზა დასაქმებისკენ, საშუალბა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ეს ყველაფერი ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს საზოაგდებას."

პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა დასასრულს მოისმინეს საზოგადოების აზრი და პროფესორ სტუდენტების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი