საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

გრიგოლ მგალობლიშვილი კოდაში ლტოლვილების შესახლების პროცესს დაესწრო.

19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში, სოფელ კოდაში იმყოფებოდა, სადაც რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულების შესახლების პროცესს დაესწრო. საცხოვრებულ კორპუსებში კოდორიდან და ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული 450 ოჯახი შესახლდა. სულ კოდაში თორმეტი ხუთ სართულიანი შენობაა. ბინებში გაყვანილია გაზი, ელექტროენერგია, წყალი. შექმნილია ყველანაირი საცხოვრებელი პირობა. დღეს პრემიერ-მისნიტრმა მოინახულა კოდაში მცხოვრები ადამიანები,შევიდა მათთან ოჯახებში. პრემიერ-მინისტრი დაპირდა მათ , რომ ახლა როცა მოგვარდა მათი საცხოვრებელი პრობლემები , სულ მალე გადაიჭრება მათი დასაქმების საკითხიც. "100 დღის განმავლობაში აშენდა 5000 სახლი. ჩატარებულია ძალიან დიდი სამუშაოები. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია ამ ხალხს დავეხმაროთ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში. მათ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ დროულად დაიწყონ სასწავლო პროცესი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ სამუშაო ადგილების შექმნაში, მთავრია ეს ხალხი დასაქმდეს"-განაცხადა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი