საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების გახსნას დაესწრო

დღეს,18 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გლდანში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების გახსნას დაესწრო. დაწესებულების მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. დღეისათვის დაწესებულება მზადაა სრული დატვირთვით იმუშაოს.

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება მდებარეობს სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის # 8 საპყრობილის კომპლექსში. ახალი მრავალპროფილიანი სტაციონარი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების აპარატურით. დაწესებულება გათვლილია 244 სტაციონალურ პაციენტზე. საავადმყოფოს აქვს სრული ქირურგიული აღჭურვილობის მქონე საოპერაციო , სადაც თანამედროევ აპარატურა უსისხლო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა.

” ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დაწესებულებები იხსნება, რადგან თანაბრად უნდა ვიზრუნოთ, როგორც საპატიმროს გარეთ, ასევე საპატიმროში მყოფ მოქალაქეებზე. მომავალი წლიდან ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გაიზრდება რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ ვიზრუნოთ სასჯელთაღსრულებითი ტიპის სამედიცინო დაწესებულებებზე”-აღნიშნა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი