პრესრელიზი

საქართველოს მთავრობის კანცელარია 2008 წელს ერთ-ერთი საუკეთესო იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში.

დეკემბერში, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა შემაჯამებელი ღონისძიება "ინფორმაციის თავისუფლება - ფუნდამენტური უფლება". ჩატარებული კვლევის მიზანი იყო გამოვლენილიყო სახელმწიფო უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ინფორმაციის თავისუფლებას, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვებს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გამარჯვებულად ნომინაციაში ,,ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით საუკეთესო ადმინისტრაციული წარმოება" დასახელდა საქართველოს მთავრობის კანცელარია.