საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ გიორგი ცხაკაია დაინიშნა

მთავრობის კანცელარიაში განხორციელდა ცვლილება - გიორგი ცხაკაია დაინიშნა მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ.

გიორგი ცხაკაიას უმაღლესი განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

მუშაობდა სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროში, და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ბოლო პერიოდში იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.