საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა თავის წარმომადგენლად საგარეო ეკონომიკურ საკითხებში და მთავარ მრჩევლად დანიშნა თამარ კოვზირიძე.
თამარ კოვზირიძემ უმაღლესი განათლება ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მიიღო. ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ მიანიჭებული აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
2004-2008 წლებში თამარ კოვზირიძე იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.