საქართველოს მთავრობა – 2008 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მრჩეველთა ჯგუფი ჩამოაყალიბა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მრჩეველთა ჯგუფი ჩამოაყალიბა. გრიგოლ მგალობლიშვილის მთავარ მრჩევლად და მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა ვახტანგ ლეჟავა.

ვახტანგ ლეჟავას უმაღლესი განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, შტუტგარტის უნივერსიტეტში, სადაც დაიცვა სამაგისტრო ხარისხი.

აქვს კერძო ბიზნეს-გამოცდილება, მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკავა მინისტრის მოადგილის თანამდებობა სხვადასხვა სამინისტროებში.