-
2021-12-31 პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვა
ძვირფასო თანამემამულეებო! გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას! მომავალი წელი ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი.
-
2021-12-28 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და 50 წლის ასაკის პირებზე აცრის შემდეგ გაიცემა
200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და იმ პირთა ასაკი, რომლებიც თანხას კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ მიიღებენ, 50 წლამდე დაიწევს, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-12-27 2021 წლის 27 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა.
-
2021-12-27 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილა.
-
2021-12-25 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.
-
2021-12-24 ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს 60 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, 60 წლის იუბილე მიულოცა.
-
2021-12-23 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართება
63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
-
2021-12-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელჩების კონფერენციაზე სიტყვით მიმართა
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო ელჩებო, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პირველ რიგში, მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისათვის, იმ წვლილისათვის, რაც საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოს არაერთ წარმატებაში მიგიძღვით.
-
2021-12-22 ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის მონაწილე ქართველ დიპლომატებს მიმართა
მთავრობის მეთაურმა ქართველ ელჩებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და იმ წვლილისათვის, რაც მათ საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოს წარმატებებში მიუძღვით.
-
2021-12-22 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მობილობის შემცირების მიზნით, 1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა
1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დაწესებულებებსაც.
-
2021-12-21 ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
-
2021-12-20 ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
-
2021-12-20 პრემიერ-მინისტრმა ჯემალ ჭკუასელის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯემალ ჭკუასელის ოჯახს მიუსამძიმრა.
-
2021-12-20 საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.
-
2021-12-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
ჩვენს ხალხს შორის კონტაქტებს ხანგრძლივი ისტორია აქვს, ისევე, როგორც საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
-
2021-12-20 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.
-
2021-12-19 პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.
-
2021-12-19 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
მინდა პროფესიული დღე მივულოცო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და უდიდეს როლს ასრულებენ თანამედროვე, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში.
-
2021-12-18 იანვრიდან სამხედროების ხელფასები გაიზრდება
დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის - 20%-ით. მაღალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისათვის - 10%-ით.
-
2021-12-18 ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2021 წლის ანგარიში წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა.
-
2021-12-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს.
-
2021-12-18 2021 წელს ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალი პროგრამა
აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა 900-მდე ოჯახმა.
-
2021-12-18 „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საწარმოებისა და სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამით ჯამურად, ისარგებლა 735 საწარმოს 1000 ზე მეტმა პროექტმა
განხორციელდა 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა 26 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.
-
2021-12-18 პრემიერ-მინისტრის ინიციატივის მიხედვით ონლაინ სათამაშო ბიზნესის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70 %-ით გაიზრდება, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ
საქართველოს მთავრობა პარალელურად ბიზნესის ხელშეწყობისა და სტიმულირების მიზნით, რათა ეკონომიკური აქტივობა და ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შექმნის.
-
2021-12-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ ცნობილი მომღერლისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის გარდაცვალების გამო.
-
2021-12-16 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ აღმოსავლეთ პარტნიორობის-დასავლეთ ბალკანეთის მაღალი დონის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მე-7 გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის - დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული სესიის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
-
2021-12-16 საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი ''Rothschild & Co'' იმუშავებს
საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი "Rothschild & Co" იმუშავებს, - შესაბამის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა.
-
2021-12-16 ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
-
2021-12-16 აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის შემდეგ ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურების ერთობლივი განცხადება
ჩვენ, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის სახელმწიფო/მთავრობათა მეთაურები შევხვდით დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში და გავაკეთეთ შემდეგი განცხადება.
-
2021-12-16 ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) მაღალი დონის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრებმა და სხვა ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე-ინმა, ასევე, ესტონეთის, უკრაინის, მაროკოსა და ეკვადორის პირველმა პირებმა.
-
2021-12-15 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართა.
-
2021-12-15 ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.
-
2021-12-15 ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელშიც „ასოცირებული ტრიოსა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო სადილს დაესწრო, რომელიც ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას სახელით „ასოცირებული ტრიოსა" (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
-
2021-12-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ესტონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კაია კალასს შეხვდა.
-
2021-12-15 ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
-
2021-12-15 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი განცხადებები
დიდი მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო, მადლობას გიხდით დღეს ნატოს სათავო დაწესებულებაში ჩემი მასპინძლობისთვის. ნატო-საქართველოს დინამიკური ურთიერთობების, სრულყოფილი დღის წესრიგის და, რა თქმა უნდა, ჩვეული ინტეგრაციის გზის განხილვა ყოველთვის დიდი პატივია.
-
2021-12-15 ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
-
2021-12-13 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2021-12-13 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო.
-
2021-12-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პუგლისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პუგლისს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს.
-
2021-12-13 პრემიერ-მინისტრი იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს იუსეფ აჰმად ალ-ჰნაითს შეხვდა.
-
2021-12-13 2021 წლის 13 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-12-13 მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 11 საკითხი განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
-
2021-12-10 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი; ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და ჩვენი გაერთიანების წელი
მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი; დღეს, ამ ლამაზ ადგილას შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად, საზეიმოდ ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
-
2021-12-10 პრემიერ-მინისტრი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნიკ ბერესფორდს შეხვდა.
-
2021-12-10 პრემიერ-მინისტრმა ორბელიანის მოედანზე „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, „ბაზარი ორბელიანზე" გახსნა.
-
2021-12-10 მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დემოკრატიული მმართველობის თემაზე სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი.
-
2021-12-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება.
-
2021-12-09 ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე თანამომხსენებლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე თანამომხსენებლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
-
2021-12-09 პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
-
2021-12-09 პრემიერ-მინისტრის განცხადება
დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
-
2021-12-09 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.
-
2021-12-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
-
2021-12-08 პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს ჯაგან ჩაპაგაინს შეხვდა.
-
2021-12-08 პრემიერ-მინისტრმა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
-
2021-12-07 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ
ჩვენ ვფიქრობთ, რომ კალათბურთის სფეროს განსავითარებლად და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობისთვის 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან შეხვედრაზე განაცხადა.
-
2021-12-07 პრემიერ-მინისტრის განცხადება
დღეს ნოე რამიშვილის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედის, მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გარდაცვალების დღეა.
-
2021-12-07 უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ''მწვანე პასპორტის'' მუშაობის პროცესი და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა
"მწვანე პასპორტის" მუშაობა და ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-12-07 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში გაიმართება.
-
2021-12-06 2021 წლის 6 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.
-
2021-12-06 ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია
ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-12-04 ირაკლი ღარიბაშვილი FIBA-ს ევროპის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი FIBA-ს ევროპის პრეზიდენტ თურგაი დემირელს შეხვდა.
-
2021-12-03 ირაკლი ღარიბაშვილი - ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც გასულ წელს 37.4 მილიონ ლარს, წელს კი - 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება
აქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა.
-
2021-12-02 ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.
-
2021-12-01 ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.