საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2021-11-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა

    ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიური მისია", რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში კი ქართველი დიპლომატები დგახართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.