-
2021-11-25 იოჰანა ნელესი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ნიკო თათულაშვილს მადლობას უხდის
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მონიტორინგის მექანიზმის აღმასრულებელი მდივანი იოჰანა ნელესი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ნიკო თათულაშვილს 8-12 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედების ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) ვიზიტის მომზადებასა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
-
2021-11-25 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-11-25 ილია დარჩიაშვილი - დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე
საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები", რომელსაც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.