-
2021-10-09 ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
-
2021-10-09 ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის სამძიმრის წერილი მიიღო.
-
2021-10-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმარს უცხადებს.
-
2021-10-09 ირაკლი ღარიბაშვილს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა
ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მიუსამძიმრა.
-
2021-10-09 ბათუმში დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.