-
2021-09-04 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა ითვალისწინებს დაახლოებით 100-მდე ბაზის მშენებლობას ყველა მუნიციპალიტეტში
რაგბი რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ; ის შედეგი, რომელიც თქვენ ამ ძალიან მოკლე პერიოდში დადეთ, ნამდვილად მისასალმებელია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორაგბეებს, რომლებსაც დღეს ქუთაისში, „აიას" სარაგბო არენაზე შეხვდა.
-
2021-09-04 ირაკლი ღარიბაშვილი - წყალტუბოში ახალი ტურისტული ადგილი - თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას
სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა.